ნუციკო ჯორბენაძე პროექტების მენეჯერი და ტექნიკური რეჟისორია, რომლის პროფესიული საქმიანობა აერთიანებს საერთაშორისო სახელოვნებო პროექტების მართვას, კოორდინაციასა და შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულ განხორციელებას. მისი გამოცდილება მოიცავს კონცერტების, ლაივ პერფორმანსებისა და მასშტაბური კულტურული პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებას.
2019 წლიდან, ხელოვანთა კავშირ ConceptArt-ში მისი საქმიანობა დაუკავშირდა საერთაშორისო თუ ლოკალურ პროექტებს, სადაც ის ხელმძღვანელობდა, როგორც პროექტების მართვის, ასევე ტექნიკური კოორდინაციის მიმართულებებს. საერთაშორისოდ აღიარებულ არტისტებთან, საოპერო მომღერლებთან, დირიჟორებთან, ორკესტრებთან, კინემატოგრაფისტებთან და კულტურულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, იგი მართავს ღონისძიების წარმოების სრულ ციკლს, მათ შორის სტრატეგიულ დაგეგმვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას, ტექნიკურ მომზადებას; არტისტებთან, ფესტივალებთან, საკონცერტო დარბაზებთან და ტექნიკურ გუნდებთან წარმართავს კოორდინირებულ მუშაობას.
მან მონაწილეობა მიიღო არაერთი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მათ შორისაა “Jazz Wonder”, ბექა გოჩიაშვილის ტრიოს მონაწილეობით, რომელიც გაიმართა გერმანიაში “Audi Sommer Konzerte” ფესტივალის ფარგლებში (2022). 2023 წელს მისი ჩართულობით განხორციელდა ლაივ პერფორმანსის City Lights – Follow Your Dreams გერმანული პრემიერა ბერლინში, Potsdamer Platz-ის თეატრში, ასევე მომდევნო წარმოდგენა ლუდვიგსბურგში, საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ნუციკო ასევე მონაწილეობას იღებდა პროექტის „მეხსიერების ბარათი - ქართული კინომუსიკის შედევრები“ განხორციელებაში 2021-2023 წლებში. მან ასევე უხელმძღვანელა პროექტის City Lights – Follow Your Dreams შვეიცარიულ პრემიერის დაგეგმვასა და განხორციელებას (2026) ლეგენდარულ KKL Lucerne Concert Hall-ში.
კულტურული პროექტების მართვის გამოცდილებასთან ერთად, ნუციკომ პროფესიული გამოცდილება მიიღო ბიზნეს პროცესებისა და საერთაშორისო ოპერაციების მართვის მიმართულებით, საერთაშორისო კომპანიაში Citco. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო პროექტების მართვაში ვილნიუსის ბიზნეს სკოლიდან და ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.